- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://www.radiotavisupleba.ge/media/video/gender-stories-24-06-2015/27091047.html
ანოტაცია
2008 წელს ჩატარებულ კვლევაში „გენდერი და კლიმატის ცვლილება“, ვკითხულობთ: „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებში არ არის გათვალისწინებული არანაირი გენდერული პარამეტრი, ქალები და ბავშვები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის არ განიხილებიან მოწყვლად ჯგუფად.“ რა ხდება ახლა? როგორ დგება ახალი გეგმები? როგორია ქალის ბედი ბუნებრივი კატასტროფების დროს?
სტუმრები: თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის მკვიდრი.
გადაცემას უძღვებოდა მარინა ვაშაყმაზე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: რობინი
რობინ მირიამ კალრლსონი, შვედი ელექტროპოპ მომღერალია, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით - რობინი. მისი მუსიკა გაჯერებულია ფემინისტური თემატიკის ტექსტებით. რობინის მუსიკა გამიზნულია რათა მსმენელი ააცეკვოს, თუმცა მის ემოიცურ ჟღერადობას იმის ძალაც შესწევს, რომ დააფიქროს კიდეც მსმენელი. თინეიჯერობის წლებში, იგი შემთხვევით შენიშნეს სკოლაში ჩატარებულ სიმღერის ვორკშოპზე, რასაც 15 წლის ასაკში, სონისთან კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა. 17 წლის ასაკისთვის მან პირველი ალბომი ჩაწერა, ხოლო 18 წლისამ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა სიმღერით “Show me love”.