ანეტა დადეშქელიანი 1872-1922/ პოეტი/ქველმოქმედი. ანეტა დადეშქელიანი წერდა ლექსებს და აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. ჩართული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობის მუშაობაში, მონაწილეობდა მათ ღონისძიებებში. ავტორი როზეტა გუჯეჯიანი and ქეთევან ხუციშვილი
იულია მლოკოსევიჩი 1838-19?? / ბიოლოგი / ნატურალისტი. იულია მლოკოსევიჩი დაიბადა 1872 წელს ლაგოდეხში, ცნობილი ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის ოჯახში. დიდია მისი წვლილი ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებაში. ავტორი ევა ლომთაძე
მელანია ვოლ-ლევიცკა 1885-1937/ოპერის მომღერალი. იგი ძალიან მალე ინტეგრირდა ქართულ საზოგადოებაში. მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან ირკვევა, რომ აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ავტორი მაკა ხუციშვილი
ზემფირა იოლჩევა იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ ზემფირას სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო. ავტორი მაია ფელიშვილი
ეფროსინე /ეფრო/ ყიფიანი-კლდიაშვილი 1839-1913 მსახიობი/ქველმოქმედი. ეფრო კლდიაშვილი ქუთაისის თეატრის სცენაზე 1871-1888 წლებში გამოდიოდა, სადაც მან არაერთი როლი ითამაშა. ეფრო კლდიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული სოფელ სიმონეთში პირველი ბიბლიოთეკისა და ოთხწლიანი სასწავლებლის გახსნაც. ავტორი ქეთევან მამუკელაშვილი
იქ, სადაც ქუჩებს ქალების სახელები დაარქვეს გვჯერა, რომ გენდერულად მგრძნობიარე ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ მცირე წვლილია ქალთა სახელების წარმოსაჩენად. ავტორი მილოტა სიდოროვა
ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა (2014-2017) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა პოლიტიკა, რომელიც საჯარო სივრცეში ქალთა შესახებ მეხსიერების გაცოცხლებას ემსახურებოდა.
ალექსანდრა ჯაფარიძე საქართველოში უნივერსტეტის გახსნამ ალექსანდრას სწავლის გაგრძელების საშუალება მისცა და 1921 წელს იგი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. სწავლის პარალელურად, ალექსანდრა მუშაობას იწყებს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. ავტორი ეკა აღდგომელაშვილი
ბერტა ფონ ზუტნერი 1885 წლის მაისში ისინი დაბრუნდნენ ვენაში, შეურიგდნენ არტურ ფონ ზუტნერის ოჯახს და დასალხდნენ ჰარმენსდორფში მდებარე საგვარეულო სასახლეში. ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი