ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი მშობლების მონდომებით ეკატერინემ საფუძვლიანად შეისწავლა რუსული, ინგლისური და გერმანული ენები, რაც მას ეხმარებოდა საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში (მარჯორი უორდროპი, არტურ ლაისტი, ბერტა ფონ ზუტნერი და სხვ.). ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ელისაბედ /ლიზიკო/ ქავთარაძე დაიბადა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წვერის ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილსის ქალთა მე-2 გიმნაზიის ტექნიკუმი. ავტორი ირაკლი ხვადაგიანი
თამარ აბაკელია მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი თამარ აბაკელია 1905 წელს ხონში დაიბადა. ბავშვობის რამდენიმე წელი ოდესაში გაატარა, იზრდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ავტორი თამთა მელაშვილი
მარიჯანი მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) 1890 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის ქალთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მარიჯანმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა. ავტორი თამთა მელაშვილი
მზია /მედეა/ ჯუღელი მზია ჯუღელი 1924 წელს, ქუთაისში, დაიბადა. დედა, თამარ ღამბაშიძე, სტომატოლოგი იყო, მამა, ნიკოლოზ ჯუღელი კი - თერაპევტი. როდესაც მშობლები საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდნენ, მზია რვა წლის იყო. ავტორი შორენა გაბუნია
ნინო აბაშიძე-ორბელიანი 1838 წელს მაკრინე თარხნიშვილს და სვიმონ აბაშიძეს ქალიშვილი, ნინო შეეძინათ. ხუთი წლის გოგონა დედის ძმამ, იასონმა სოფელ დილიკაურში წაიყვანა, სადაც ბიცოლა, მაიკო ამირეჯიბი საათობით ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ორ წელიწადში კი გარიყულაში, იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარის, თამარ თარხნიშვილის მოსწავლე გახდა. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ნუცა /ნინო/ ღოღობერიძე ნუცამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია. იგი ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-25 წლებში იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი
რენე შმერლინგი რენე შმერლინგი დაიბადა 1901 წელს, თბილისში, ცნობილი მხატვარ–კარიკატურისტის, ოსკარ შმერლინგის ოჯახში. რენე შმერლინგის დედა, მატილდე ზალცმანი, პედაგოგი იყო. ავტორი თამთა თათარაშვილი