მეორე მსოფლიო ომი და ქალები

„მეორე მსოფლიო ომი და ქალები“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მცირე კვლევითი გრანტების პროექტია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაიწყო და მიზნად ისახავდა შესაძლებლობა მიეცა ახალგაზრდა მკვლევარებისთვის დაეწერათ აკადემიური სტატიები მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში ქალების როლსა და გამოცდილებაზე. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად ექვსი მკვლევარი შეირჩა საქართველოდან და სომხეთიდან. მათი სტატიები სხვადასხვა თემაზეა: გენდერი, ომის დროინდელი კორესპონდენცია და პირადი არქივები, რეპრესიების მსხვერპლი ქალები, იდეოლოგიის, გენდერის და პროპაგანდის თანაკვეთა და სხვა. ეს სტატიები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს  ომის გენდერული გამოცდილების კვლევის მნიშვნელობას.

ზურგის დიასახლისები

"ზურგის დიასახლისები"

სტატია, პირადი კორესპონდენციის ანალიზზე დაყრდნობით, მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში ფრონტის ზურგში მყოფი ქალების გამოცდილებასა და როლებს, იმდროინდელი საბჭოთა სახელმწიფოს მიერ გატარებული გენდერული პოლიტიკის კონტექსტში მიმოიხილავს.
empty!
ანა ლოლუას პუბლიკაციის ყდა

ქალთა რეპრეზენტაცია დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში

ვიზუალური მასალის ანალიზის შედეგად, გამოფენის ნარატივში იკვეთება ფემინურისა და მასკულინურის, საბჭოთა და ეროვნულის გამოსახვის ამბივალენტური ფორმები.

ანა ლოლუა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში ქალთა რეპრეზენტაციის ფორმებსა და მნიშვნელობებზე.

ყველა პოდკასტი

ვსაუბრობთ ქალების ყოფასა და გამოცდილებებზე, მეორე მსოფლიო ომის ფრონტის ზურგში.

როგორ იყენებს პოლიტიკურ-აგიტაციურ პოსტერებზე ქალის გამოსახულებას საბჭოთა ხელისუფლება?