2023 წლის ხუთი ყველაზე პოპულარული ფემინისტური სტატია

2023 წლის დასასრულს, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტური ვებგვერდის მკითხველს, ასევე, ავტორებს, მკვლევრებს და არტისტებს. თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.

მიმდინარე წელს გამოვაქვეყნეთ რამდენიმე კვლევა, წლის ბოლოს თარგმანების კრებული "ფემინისტური საკითხავი:დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ" ახალი ტირაჟით დავბეჭდეთ, ჩვენი ვებგვერდი კი 70 ათასმა ადამიანმა მოინახულა.

Კითხვის დრო: 2 წუთი

2023 წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა ნინუცა ნადირაშვილის სტატია "ბოლო სიტყვაც ქალს: რეალური ქართული ოჯახები და ზრუნვის თეორია პრაქტიკაში".

სტატია მკითხველს სთავაზობს ამბავს სამი წყვილის შესახებ, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. საინტერესო არის ის, რომ წყვილებს რომანტიკული კავშირი არ აქვთ და ყველანი ქალები არიან. ფოტოგრაფი: დეა ჭოლოკავა

1) ბოლო სიტყვაც ქალს: რეალური ქართული ოჯახები და ზრუნვის თეორია პრაქტიკაში

ორი ქალი ერთ ოთახში, ფოტო

ჩვენი ფემინისტური არქივი დღემდე არაერთ მკითხველს იზიდავს. მათ შორის არის ლელა გაფრინდაშვილის პუბლიკაცია „ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ", რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა ჩვენს ვებგვერდზე. მეათე წელია არ კარგავს აქტუალობას სტატია, რომელიც, როგორც თავად ავტორი ამბობს არის ამბავი ქალების გათავისუფლების, ცოდნის, ხმის, საკუთარი სხეულის, დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლების მოპოვების შესახებ.  

2. ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ

ბარბარე ჯორჯაძე

2023 წელს რამდენიმე თარგმანი გამოვაქვეყნეთ წიგნიდან „ქვიარ გრძნობები“. 2020 წელს, ჩვენს მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები. 

სარა აჰმედის მნიშვნელოვანი ფემინისტური ტექსტი "სიხარულის ჩაშხამება ფემინისტურად: ფემინიზმი და ბედნიერების ისტორია" ქართულ ენაზე თარგმნა ნარგიზა არჯევანიძემ. სტატიის  ილუსტრაციის ავტორია აზერბაიჯანელ-უკრაინელი ხელოვანი სევინჯ აბასოვა

3) სიხარულის ჩაშხამება ფემინისტურად: ფემინიზმი და ბედნიერების ისტორია

artwork by sevinj abassova

კრებულიდან „ქვიარ გრძნობები“ ივ სეჯვიკის ტექსტის ქართულენოვანი თარგმანიც გამოვაქვეყნეთ "პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა, ან – შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა". სტატიის ილუსტრაციის ავტორია ნინო გავაშელი, თარგმნა მარიამ ქაჯაიამ.

4. პარანოიდული კითხვა და რეპარაციული კითხვა, ან – შენ ისეთი პარანოია გაქვს, რომ გგონია, ეს სტატია შენზეა

ნინო გავაშელის ნამუშევარი "ფიქრი"

ქრისტინე ჟღენტის და მარიამ კანდელაკის "კაცთა სამართალი: სამართლის ფემინისტური კრიტიკის აუცილებლობის შესახებ", მეხუთე ყველაზე ხშირად წაკითხული  სტატიაა 2023 წელს. ილუსტრაცია: ლიკა ჯალაღანია

5) კაცთა სამართალი: სამართლის ფემინისტური კრიტიკის აუცილებლობის შესახებ

ლიკა ჯალაღანიას ნამუშევარი

 

ბედნიერ წელს გისურვებთ