პუბლიკაცია

ყდის აბსტრაქტული ილუსტრაცია

თმაზე აკრული აბლაბუდასავით

ტექსტში ავტორი სხეულთან ურთიერთობისა და სხეულად ყოფნის გამოცდილებებს მკვლევრის პერსპექტივით გვიზიარებს. მისი მიზანი მკვლევრის სხეულსა და საკვლევ ველს შორის გაბმული მაკავშირებელი ქსელების პოვნაა. ტექსტი გენდერულ დისფორიაზე, სხეულის მოუხელთებლობასა და მის კომპლექსურობაზე საუბრით ცდილობს, გამოიჭიროს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ავტოეთნოგრაფიასა და ეთნოგრაფიას შორის გავლებული მკაცრი საზღვრები. ეს მცდელობა კი იმ პერსპექტივას აგრძელებს, რომელიც ხაზს უსვამს ემოციებისა და შეგრძნებების მნიშვნელობას და მათ კვლევის საინფორმაციო ფუნდამენტურ წყაროდ მოიაზრებს.  
Cover page depicts a picture of a woman wearing black clothing

ჩვენი შავი ფერის 90-იანები

წარმოგიდგენთ სალომეა ბაუერის გრაფიკულ ნოველას "ჩვენი შავი ფერის 90-იანები", რომელიც შესულია 2023 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში "ფემინიზმი ფოტოებით", რომელიც შვიდი არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს ბრაზილიიდან, ირანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და კენიიდან. 
ელენე ქავთარაძის ილუსტრაცია

ულმობელი ოპტიმიზმი

წარმოგიდგენთ ლორენ ბერლანტის ესეს "ულმობელი ოპტიმიზმი", რომელიც ქართულ ენაზე ნარგიზა არჯევანიძემ თარგმნა. ესე შესულია თარგმანების კრებულში "ქვიარ გრძნობები".
ფემინისტური საკითხავი

ფემინისტური საკითხავი

კრებული „ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ პირველად 2018 წელს გამოიცა.
ხანდაზმულებზე ზრუნვა

ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში

კვლევა ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულებზე ზრუნვის სფეროში ზრუნვის გამცემ და მიმღებ პირებს შორის არსებული დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე მზრუნველთა პერსპექტივიდან.
ზრუნვა სოციალური დაცვის სისტემაში

ზრუნვა სოციალური დაცვის სისტემაში

კვლევის მიზანია, შეისწავლოს ზრუნვის, როგორც ადამიან(ებ)ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისთვის აუცილებელი კომპონენტის როლი და ადგილი საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში და დაასაბუთოს მისი პოლიტიკური მნიშვნელობა.
ქალები ექსტრაქტივისტულ ზონებში მუშაობენ

ქალები ექსტრაქტივისტულ ზონაში

საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები მრავალშრიან დისკრიმინაციას განიცდიან და არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, იქნება ეს ეკონომიკურ, ჯანდაცვის, იურიდიულ და სოციალურ ან, თუნდაც, ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომის ნაკლებობა თუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობების სიმწირე.
პუბლიკაციის ყდაზეა კოლაჟი, საარქივო ფოტოებით, სადაც ასახულია მედიცინის მუშაკები საქმიანობის შესრულებისას.

ქალები მედიცინაში

კვლევის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. 
ქალები და ისტორია  - პუბლიკაციის ყდა, კოლაჟი, რომელიც ასახავს გვიან საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ქალებს

ქალები და ისტორია

პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისისა და კიევის ოფისების ერთობლივი პროექტის ქალები და ისტორია ფარგლებში.
Queer Feelings

ქვიარ გრძნობები

პუბლიკაციაში თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები.