პუბლიკაციები

Mother with a sleeping liitle girl

ფემინისტი დედის დღიურები 2019

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის გადააზრების მცდელობაა და მკითხველს სთავაზობს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას.

ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

კრებულში შესულია ედრიენ რიჩის, ჩანდრა ტალპად მოჰანტის, ნადინ ტაუბის, ელიზაბეთ შნაიდერის, სიუზენ მოლერ ოკინის, უმა ნარაიანისა და სინთია ენლოუს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანები.

ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე

„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული", – ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს კრებულში ნენსი ფრეიზერი – თანამედროვეობის გამორჩეული ფემინისტი ფილოსოფოსი.

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. 

გენდერული დისკრიმინაცია: ჯარი, მედია, პოლიტიკა, ქორწინება, განათლება

სტატიების კრებული ეძღვნება სომხეთის საზოგადოებაში სხვადასხვა დონეზე გამვლენილ გენდერულ დისკრიმინაციას. 

ლგბტ ადამიანების უფლებები საქართველოში

საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემ­დეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლებების დაც­ვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებებით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად.