პუბლიკაცია

ანა ლოლუას პუბლიკაციის ყდა

ქალთა რეპრეზენტაცია დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში

ვიზუალური მასალის ანალიზის შედეგად, გამოფენის ნარატივში იკვეთება ფემინურისა და მასკულინურის, საბჭოთა და ეროვნულის გამოსახვის ამბივალენტური ფორმები.
კოლმეურნე ქალებო! შეისწავლეთ ტრაქტორები, ჩაანაცვლეთ ფრონტზე წასული ტრაქტორის მძღოლები!“

იდეოლოგია, გენდერი და პროპაგანდა

სტატია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა საქართველოში გამოშვებულ პოლიტიკურ-აგიტაციურ და მეთოდურ-ინსტრუქციულ პოსტერებზე ქალის გამოსახულების ზოგად ტენდენციებსა და მახასიათებლებს შეეხება.
ზურგის დიასახლისები

"ზურგის დიასახლისები"

სტატია, პირადი კორესპონდენციის ანალიზზე დაყრდნობით, მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში ფრონტის ზურგში მყოფი ქალების გამოცდილებასა და როლებს, იმდროინდელი საბჭოთა სახელმწიფოს მიერ გატარებული გენდერული პოლიტიკის კონტექსტში მიმოიხილავს.
სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობის ქალები ხელგადახვეულები დგანან - ციფრული ილუსტრაცია

საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა

კვლევის მიზანია, შეისწავლოს, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაციის გამოცდილება საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების აუნაზღაურებელ და ანაზღაურებად შრომით ურთიერთობებზე.
Mother with a sleeping liitle girl

ფემინისტი დედის დღიურები 2019

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის გადააზრების მცდელობაა და მკითხველს სთავაზობს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას.

ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

კრებულში შესულია ედრიენ რიჩის, ჩანდრა ტალპად მოჰანტის, ნადინ ტაუბის, ელიზაბეთ შნაიდერის, სიუზენ მოლერ ოკინის, უმა ნარაიანისა და სინთია ენლოუს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანები.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას  „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები.